ახალი რეალობა მთიან ყარაბაღში.
ცხრაპუნქტიანი შეთანხმების პუნქტების შესრულება დაიწყო. დოკუმენტით გათვალისწინებული რაიონების ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცა. ადგილზე უკვე განთავსდნენ რუსი სამშვიდობოები, ყარაბაღში გასამგზავრებლად ემზადებიან თურქი სამხედროებიც, რომლებიც რუსეთთან ერთად შეთანხმების მონიტორინგის ცენტრში ერთობლივად იმუშავებენ. ცხელ წერტილში შეთანხმებით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხის, სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენაც დაანონსდა.