2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების შვიდი ნეშტი ოჯახებს გადასცეს.
ისინი უკვე საკუთარ ოჯახებში გადაასვენეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს განხორციელდა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის მიერ განხორციელდა სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია. საერთაშორისო ლაბორატორიაში, ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.
ცხედრების დაბრუნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობით და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოხერხდა.