რომის პაპის ვიზიტი ერაყში

ერაყში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, რომის პაპი იმ ადგილებს სტუმრობს, რომელსაც ერთ დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფო აკონტროლებდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური ქალაქ მოსულშიც ჩავა, რომელიც ერაყში სამი წლის განმავლობაში რადიკალი ჯიჰადისტების მთავარი დასაყრდენი იყო. რომის პაპი ასევე ესტუმრება ერაყის ყველაზე დიდ ეკლესიას ქალაქ ყარაყოშის მახლობლად, რომლის ნაწილი რადიკალმა ისლამისტებმა გაანადგურეს. აღნიშნულ ქალაქში ქრისტიანები ჯიჰადისტების დამარცხების შემდეგ დაბრუნდნენ. დღის ბოლოს, პაპი ფრანცისკე ქალაქ ერბილის საფეხბურთო სტადიონზე მესას აღავლენს. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ტერიტორიის ნაწილი 2014 წელს დაიკავა და 2017 წლამდე აკონტროლებდა.

მოამბე