რომის პაპმა ფრანცისკემ გენდერის იდეოლოგიას კაცობრიობის საფრთხე უწოდა. ვატიკანში გამართული კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას, რომელიც ქრისტიანული სწავლებების მიხედვით, მამაკაცებისა და ქალების როლის განვითარებას ეხებოდა, რომის პაპმა აღნიშნა, რომ გენდერის იდეოლოგია სახიფათოა, რადგან ის სქესთა შორის სხვაობის წაშლას ცდილობს.