რომის პაპი ფრანცისკე იმედს გამოთქვამს, რომ პარიზის ოლიმპიადა მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებში ზავის შესაძლებლობას შექმნის. ამის შესახებ პაპმა საკვირაო მიმართვისას ისაუბრა. მან სპორტსმენებს მოუწოდა, იყვნენ მშვიდობის მაცნეები და მაგალითი ახალგაზრდებისთვის. პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 26 ივლისს გაიმართება.
ღონისძიებას 10 ათასზე მეტი სპორტსმენი და 100-ზე მეტი ქვეყნის და მთავრობის მეთაურები დაესწრებიან.