რომის პაპის მიმართვა

რომის პაპი მსოფლიოში არსებული დემოკრატიული მდგომარეობით შეშფოთებულია. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიაში, ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პონტიფიკოსის თქმით, დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭირო. მანვე შეშფოთება გამოთქვა, რომ არჩევნებში უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მონაწილეობს.