„ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას ეთამაშება ჯერ იარაღის მიწოდებით, შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმით“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ საფრანგეთის ქალაქ მარსელიდან დაბრუნებისას განაცხადა. კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, პაპმა უპასუხა, რომ ის გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს ამ საკითხის მიმართ. „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან,“ – თქვა რომის პაპმა.
„ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე, რა თქმა უნდა, იქნება უკრაინელი ხალხი და ეს მახინჯი რამ არის“, – განაცხადა პაპმა.