რომან გოცირიძის ინიციატივა

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტის წესის ცვლილებას ითხოვს. ამ მიზნით მან საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. გოცირიძის განმარტებით, ცვლილებებით განისაზღვრება რეგულირების საფასურის 0,75%-ის შემცირება 0,5-მდე. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში კომისიის ბიუჯეტის დაფინანსების 12 მილიონ ლარზე მეტით ზრდა განპირობებულია არა კომუნიკაციების კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული შემოსავლების ფორმირების არასწორი წესით.