„ევროპელი ოპტიმისტების“ ბრიფინგი

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე საგარეო საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებენ. მათ განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საერთო რიცხვი დაუზუსტებელია, თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს.

აქცენტი გაკეთდა მიგრაციის მზარდ ტენდენციაზე და ამ ფონზე საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად ჩართვაზე.