რომან გოცირიძის ბრიფინგი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მიგრაციის მაჩვენებელს პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკას უწოდებს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახე იღებს, საქართველოს შრომისუნარიანი მოქალაქეები ტოვებენ და ქვეყანა ფაქტობრივად ქართველებისგან იცლება. „ევროოპტიმისტები“ მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებლის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებენ.