დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცი. პაციენტს სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმებს წინასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.
კიდევ ერთი დაშავებული მერვე საავადმყოფოში რჩება. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და პაციენტი სამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს.
გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, სამმა კლინიკა უკვე დატოვა.