„რიონის ხეობის მცველების“ აქცია - გარემოს დაცვის სამინისტრო-ს განცხადება

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გუშინ მალევე უპასუხეს გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყება საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ ტყე არ გაყიდულა და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად. „ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. “, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„რიონის ხეობის მცველების“ აქცია