ჰაერის ხარისხის მართვის პორტალი

ჰაერის ხარისხის მართვის პორტალი. სად არის სუფთა, სად არის დაბინძურებული ჰაერი და რა საშიში მინარევების სუნთქვა გვიწევს. მოქალქეებს უკვე დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, ონლაინრეჟიმში გაეცნონ ინფორმაციას ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც დაკვირვება მიმდინარეობს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ინიციატივა მწვანე პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში განახორციელა. პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.