ხანძარი გარემოს დაცვის სამინისტროს შენობაში

გარემოს დაცვის სამინისტროს შენობაში, სადაც ახლა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებია განთავსებული, 15:00 საათზე ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაიწვა 50-60 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძარი კიბის უჯრედში, დამხმარე ფართში გაჩნდა. ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. მანამდე შენობიდან თანამშრომლების ევაკუირება განხორციელდა.

ადგილზე არსებულ ვითარებას მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეცნო. უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სამინისტროს მუშაობა ხანძრის გამო არ შეფერხდება.