აქცია ლენტეხში

პროტესტი გრძელდება ლენტეხში. რამდენიმე სოფლის მოსახლეობა დღეს ლენტეხში სოზარ სუბარს და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებოდა. დაგეგმილ შეხვედრაზე „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, შეხვედრა გაურკვეველი მიზეზით და გაურკვეველი ვადით გადაიდო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ დაუშვებენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ პროექტის განხორციელებით, რაიონს ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება.