რიკოთის უღელტეხილი ისევ ჩაკეტილია – საავტომობილო მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია. მიზეზი მიწის მასის ჩამოშლა და ქვათაცვენის საფრთხეა. საუბარია ახალსოფელი-ზესტაფონის მონაკვეთზე.
ადგილზე ნინო ფისაძე იმყოფება და მისგან მოვისმენთ, რა ვითარებაა ტერიტორიაზე.