კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის პრეზენტაცია – ცოტა ხნის წინ რიკოთის ახალი 12-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები უღელტეხილის 48 კილომეტრზე შეფერხების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.
ბოლო მონაცემებით, დარჩენილია მხოლოდ ოთხკილომეტრიანი გზის გაყვანა, სადაც სამშენებლო სამუშაოები ჯერ ისევ მიმდინარეობს. საუბარია ჩუმათელეთი-ხევის 11-კილომეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე. ბოლო ნაწილის გახსნის და ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ ეს იქნება რიკოთის უღელტეხილის 52-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზა 51 გვირაბით და 97 ხიდით.
რამდენად შეამცირებს დღეს გახსნილი 12-კილომეტრიანი მონაკვეთი მგზავრობის დროს, – ნინო ფისაძე ესწრებოდა პრეზენტაციას.