სამშენებლო სამუშაოები რიკოთზე

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება აქტიურად გრძელდება. 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც რიკოთის გავლის საორიენტაციო დროს 80 წუთიდან 35-მდე შეამცირებს, მომდევნო წლისთვის უნდა დასრულდეს. რიკოთის მონაკვეთი, ჩქაროსნული გზის მშენებლობაში ერთგვარი გარდამტეხი პროექტია, რადგან ამ პროექტის შედეგად, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება. საჭირო ფინანსები მსოფლიო ბანკმა, ADB-მ და ევროპის საინვესტიციო ბანკმა გამოყო. მშენებლობას ჩინური კომპანიები აწარმოებენ, თუმცა პროექტზე დასაქმებულების 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.