ვითარება საავტომობილო გზებზე 

18:47, 23.12.2021

საავტომობილო გზებზე შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.

რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება გუდაური-კობის მონაკვეთს, ამ დროისთვის ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ცენტრალურ მაგისტრალებზე შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა ძლიერი თოვლის და ყინულის გამო მოქმედებს.

მსგავსი