შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული რეგულაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს. წუხელ „სანსეტ ბათუმი“ დაილუქა. ადგილზე ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიება მიმდინარეობდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შრომის ინსპექციის მიერ, ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში კი ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დარღვევები 18 ობიექტში გამოვლინდა და დაიხურა.