ირაკლი ლექვინაძე გაერო-ს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი ლექვინაძე გაერო-ს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარეს, ირაკლი ლექვინაძესა და გაერო-ს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელს (UNCTAD), ტერესა მორეირას შორის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის განხილვის თემა ეხებოდა კონფერენციის პლატფორმის განვითარებას, GCCA-ს გაძლიერებას საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის შეფასების და აღსრულების პროცესში.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები და შედეგები უწყების 10-წლიანი საქმიანობის ჭრილში.

ტერესა მორეირას განცხადებით, GCCA ახალგაზრდა, მაგრამ დინამიკურად განვითარებადი უწყებაა და მიღწეული შედეგები მოწონებას იმსახურებს, არსებული გამოწვევების შეფასებაში და რეკომენდაციების შემუშავებაში კი UNCTAD-ის ექსპერტები მზად არიან, ჩაერთონ.

ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ კოლეგებს მხარდაჭერისთვის, კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და GCCA-ს საქმიანობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობის მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე და სააგენტოსა და UNCTAD-ის კონკურენციისა და სამომხმარებლო პოლიტიკის განყოფილების იურისტები – ანა კანდიდა მუნის სიპრიანო და აკარი იამამოტო ბონენფანტი.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.