რეგულაციები სამშენებლო დარღვევებზე

თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე გამოვლენილი რამდენიმე დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება. ქაოტური განაშენიანების შესაჩერებლად მერია რადიკალურ ზომებს იღებს.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება იმ შემთხევაში, თუ სამშენებლო კომპანია კა-1/კა-2 კოეფიციენტის სტანდარტს დაარღვევს, შეჩერებულ მშენებლობას მაინც გააგრძელებს ან უნებართვო სამუშაოებს აწარმოებს.

ირკვევა, რომ 2018 წლის მარტიდან სამშენებლო დარღვევების გამო გადახდილი ჯარიმების რაოდენობა 34 მილიონ ლარს აღწევს, თუმცა პრობლემა გაზრდილმა სანქციებმაც ვერ გადაჭრა.

ცვლილებებია მოსალოდნელი შენობების ექსპლოატაციის წესშიც. 2009 წელს გაუქმებული ნორმა ბრუნდება, რაც ნიშნავს, რომ ექსპლოატაციაში მიღებამდე კორპუსში ოჯახების შესახლება აიკრძალება.