რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის

საბავშვო ბაღების რეგისტრაცია დაიწყო.

ეს სფეროში გასატარებელი და რამდენჯერმე გადავადებული რეფორმის პირველი ნაწილია. სკოლამდელი დაწესებულებების აღრიცხვის შემდეგ ბაღების ოფიციალური სტატისტიკა გაჩნდება, რაც ქვეყანაში დღემდე არ არსებობდა. მეორე ეტაპი უკვე საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იქნება, რაც დაწესებულებებს გარკვეული სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. სავარაუდოდ, ბაღების გარკვეული ნაწილი ავტორიზაციას ვერ გაივლის.