ახალი რეგულაციებია მოსალოდნელი სამშენებლო სფეროში. სამშენებლო ობიექტების ნაწილისთვის პირობები მკაცრდება, ნაწილისთვის კი, პირიქით, ამნისტია ცხადდება.
მერია ექსპლოატაციაში მიიღებს იმ საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც სამშენებლო სამუშაოები ბოლომდე არ არის დასრულებული ან პროექტთან შეუსაბამოა, თუმცა იქ მოქალაქეები უკვე ცხოვრობენ. თუმცა შეღავათი არ გავრცელდება იმ კორპუსებზე, რომლებიც ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია, ან მომავალში უნდა აშენდეს.
ექსპლოატაციაში მიღებამდე მშენებლებს მოსახლეობის შესახლება აეკრძალებათ.