რეგისტრაციის პროცესი ბაგა-ბაღებში

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წლისთვის ბავშვების ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად, ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. პირველი ეტაპი 8 ივლისს დაიწყება და ის შეეხება სოციალურად დაუცველი ოჯახების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, მარტოხელა და მრავალშვილიანი სტატუსის მქონე მშობლების შვილებსა და სხვა კატეგორიებს. მეორე ეტაპი, რომელიც 15 ივლისიდან დაიწყება, თბილისში რეგისტრირებულ ბავშვებს შეეხება. მესამე ეტაპი უკვე საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს.