პროფესიულ სასწავლებლებში აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო.
სტატისტიკის მიხედვით, წინა წელთან შედარებით კოლეჯებში სწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. მზარდ ინტერესს სფეროს ექსპერტები შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტს და სწრაფი დასაქმების მაღალ შანსს უკავშირებენ. სიახლეა ის, რომ პროფესიულ სასწავლებლებში ახალგაზრდები მათთვის საინტერესო პროფესიებს თანამედროვე ტექნოლოგიებით და დანადგარებით დაეუფლებიან. სტუდენტებს საშუალება აქვთ, რომ სტაჟირება პოტენციური დამსაქმებლის კომპანიაში გაიარონ.