თანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კერძო კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიზანი, ენერგეტიკის სფეროში სერვისების მიწოდება და კვალიფიციური კადრების მომზადებაა. საუბარია საკონსულტაციო მომსახურებაზე, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე, კვლევებისა და ხელშეკრულებების შედგენაზე. ენერგეტიკული პროექტების მომზადების ეტაპზე იგეგმება უნივერსიტეტის რესურსის გამოყენება.