ცვლილებები პროფესიულ განათლებაში

21:48, 13.02.2020

სიახლეა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიულ კოლეჯებში სურთ სწავლა. ცხრაკლასდამთავრებულ მოსწავლეებს აპრილიდან საშუალება ექნებათ, რომ დამამთავრებელი კლასის პროგრამა კოლეჯებშივე გაიარონ და პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი, ასევე სკოლის ატესტატი ერთად აიღონ. ეს კი კოლეჯის კურსდამთავრებულებს მომავალში უმაღლესი სასწავლებლებში ჩაბარების შანსს აძლევს.

სიახლე იქნება სწავლების მეთოდიკაშიც, რისთვისაც მასწავლებლებს კონკურსის წესით არჩევენ.

მსგავსი