ახალგაზრდული კინოფესტივალი - „თაობა“

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეცვლილი ფორმატით იქნება წარმოდგენილი კიდევ ერთი ფესტივალი.

საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობის“ მონაწილეთა რაოდენობა წელს შეზღუდულია. მოზარდები ნახავენ ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმებს თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემებზე.

ფილმების ჩვენების შემდეგ დაგეგმილია დისკუსიები, რომელშიც სწორედ მოზარდები ჩაერთვებიან და ფილმებში წამოჭრილ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ. მთავარი მიზანი ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობაა.

დატოვე კომენტარი