ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

აბიტურიენტების რეგისტრაცია იწყება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს განსხვავებული ფორმით ჩატარდება. ცვლილებები ძირითადად საგამოცდო ტესტების შინაარსს ეხება. სიახლეა ისიც, რომ ორი არჩევითი საგნიდან ერთ-ერთის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტი სახელმწიფოსგან დაფინანსების მოპოვების შანსს მაინც შეინარჩუნებს.

ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ზოგადი უნარების საგნის ჩაბარება სავალდებულოა.

გენო ოსიყმაშვილი დაინტერესდა, რა პროცედურის გავლა მოუწევთ აბიტურიენტებს სასურველ უნივერსისტეტებში მოსახვედრად.