რეგიონებში მალე ინოვაციური სწავლების ცენტრები ამოქმედდება. პროექტი ეთნიკური უმცირესობებისთვის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
ელექტრონული სწავლების ახალ, ინოვაციურ მეთოდზე არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგიონული განვითარების ცენტრები და ბიზნესასოციაციები მუშაობდნენ. პროექტის პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა.