ირლანდიაში აბორტის ლეგალიზაციის შესახებ რეფერენდუმი იმართება.
საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა. 12 საათის განმავლობაში, ირლანდიის მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი უნდა დააფიქსირონ. წინასწარი გამოკითხვებით, მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი, თუმცა ყოველი მეხუთე ამომრჩეველი ამბობს, რომ მათ ამ დრომდე გადაწყვეტილი არ აქვს, რა არჩევანს გააკეთებს რეფერენდუმზე.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხმა აბორტის ლეგალიზაციას მისცენ, რასაც ირლანდიის კათოლიკური ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება.