#დოსიე „ირლანდია. სახელმწიფოს განთიადი“

1916 წელი. აღდგომის აჯანყება. გარდამტეხი ეპიზოდი შვიდი საუკუნის განმავლობაში ბრიტრანეთის მიერ ოკუპირებული ირლანდიის ტრაგიკულ ისტორიაში.

„წითური მონების“ ლეგენდად ქცეული ბრძოლა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კოლონიალური არმიის წინააღმდეგ. ნამდვილი სახალხო აჯანყება, რომელმაც საბოლოოდ საფუძველი დაუდო დამოუკიდებელ ირლანდიის რესპუბლიკას. თუმცა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენილი კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე დაძაბული პოლიტიკური კონფლიქტის ველად იქცა ევროპაში.

„სისხლიანი კვირადღე“, შიმშილობის შემზარავი აქცია ციხეში, მარგარეტ ტეტჩერის კონტრვერსიული როლი ირლანდიელ რესპუბლიკელებსა და იუნიონისტებს შორის დაუნდობელ სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც ოფიციალურად 1998 წლის ბელფასტის ხელშეკრულების წყალობით შედარებით მშვიდობიან ფაზაში გადავიდა, თუმცა საბოლოოდ არ დასრულებულა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ტრაგიკული ისტორია აღდგომის აჯანყებიდან დღემდე, ემანუელ ჰამონისა და ალან ფრილეტის დოკუმენტირი ფილმი „ირლანდია. სახელმწიფოს განთიადი“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“

დოსიე

დატოვე კომენტარი