პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ირლანდიაში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს დილიდან დუბლინში ორმხრივ შეხვედრებს განაახლებს. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შალვა პაპუაშვილმა ევროპელ კოლეგებს გუშინ ორჯერ მიმართა – ისაუბრა უკრაინასა და დეზინფორმაციაზე. ქართული დელეგაცია დუბლინში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრები იმართება.

შეხვედრები დღესაც განახლდება – რა თემებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია?