რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი - ინტერვიუ სემეკის თავმჯდომარესთან
საქართველოში ელექტროენერგიის გადასახადი გაძვირდა. მომატებული ტარიფები სემეკმა დღეს დაადგინა.
გაზრდილი კომუნალური გადასახადი 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში და მომდევნო სამი წლის პერიოდზეა გათვლილი.
ტარიფი გაიზარდა როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების აბონენტებისთვის. თბილისში მატება 1. 56 თეთრია. რეგიონებში 1.28 თეთრი.
შეგახსენებთ, ელექტროენერგიის ტარიფი მოხმარებული კილოვატების მიხედვითაც იზრდება.
ცვლილება საფეხურებზე შემდეგნაირად აისახება:
დედაქალაქის აბონენტები, რომლებიც თვეში 101 კვტ.სთ-მდე ენერგიას მოიხმარენ, აქამდე ერთ კილოვატში 12.98 – თითქმის 13 თეთრს იხდიდნენ. ახალი ტარიფი კი 14.54 თეთრით განისაზღვრა.
101-301 კვტ.სთის შემთხვევაში ტარიფი აქამდე 16.99 – თითქმის 17 თეთრი იყო. ახალი ტარიფი 18.55 თეთრია.
301 კვტ.სთ-ზე მეტი ენერგიის მოხმარების შემთხვევაში მოქმედი ტარიფი 21.47 თეთრი იყო. ახალი კი 23 თეთრს აღემატება.
რეგიონებში: პირველი საფეხური 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – მოქმედი ტარიფი 12.95 თითქმის 13 თეთრი იყო. ახალი ტარიფი 14.23 თეთრია.
მეორე საფეხური – 101-301 კვტ.სთ ენერგიის მომხმარების შეთხვევაში აქამდე ერთი კილოვატი 16.93 თეთრი ღირდა. ახალი წლიდან კი 18.21 თეთრი ეღირება.
მესამე საფეხური: 301 კვტ.სთ-ზე მეტის მოხმარების შემთხვევაში კილოვატი 21.45 თეთრი ჯდება. ახალი წლიდან კი 22.73 თეთრი ეღირება.
სემეკის გადაწყვეტილების მიუხედავად, ენერგოკომპანიები უკმაყოფილოები არიან. ისინი ტარიფის უფრო მეტად გაზრდას ითხოვდნენ.