რადოსლავ სიკორსკის გამოხმაურება

რომის პაპის განცხადებას ეხმაურება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს: „რას იტყოდით, ბალანსისთვის მოუწოდოთ პუტინს, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა ისე, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ გახდებოდა“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელ „X“-ზე. პონტიფიკოსის

ინტერვიუს ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტიც: „არ შეიძლება ბოროტებასთან კაპიტულაცია, უნდა ებრძოლო მას და გაიმარჯვო მასზე, რომ ბოროტებამ ასწიოს „თეთრი დროშა“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

რომის პაპის განცხადება