რაჭაში ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა რაჭაში.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „რაჭული ლორი“, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ახალ ობიექტში წელიწადში 29 ტონაზე მეტ ღორის ხორცს გადაამუშავებენ.

პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. თუმცა სამომავლოდ, მისი ექსპორტზე გატანაც იგეგმება.

გადამმუშავებელ საწარმოში 14 ადამიანია დასაქმებული.