ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს და საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად 12 თვეზე ნაწილდება. მომზადების კურსის მთავარი მიზანი, რეზერვისტებისთვის რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა.