რეზერვისტები „დიდგორი 2021-ში“ ჩაერთნენ

უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“- ში რეზერვისტები პირველად ჩაერთვნენ. უწყებებს შორის ურთიერთკოორდინაციისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით, რეზერვისტების სწავლებაში ეროვნული გვარდიისა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობასთან ერთად, თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო სამსახურებიც იყო ჩართული.

სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით, ალგეთსა და კოპიტნარში პარალელურად გაიმართა. რეზერვისტები ტაქტიკურ საკითხებში გადიოდნენ მომზადებას, მათ შორის იყო გადაადგილება, კონტაქტზე რეაგირება, ჩასაფრება და სამედიცინო ევაკუაცია.