ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი

ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელშეწყობით ღონისძიება გაიმართა.

ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პოპულარიზაცია და მათი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. ფესტივალში ტრადიციული რეწვის 150 ოსტატი მონაწილეობს, მათ შორის 30 საერთაშორისო მონაწილე საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან,  აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.