რა წესების დაცვით ვიმგზავრებთ მატარებლითა და თვითმფრინავით 15 ივნისიდან, რა არის დასაშვები, რა გვეკრძალება და იზრდება თუ არა ბილეთის ფასი
საქართველოში შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნის თარიღის მოახლოებასთან ერთად, აქტუალურია კითხვა – რამდენად მზად იქნება საქართველოს სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი მგზავრების უსაფრთხოდ გადასაყვანად. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები, რომლის დაცვაც როგორც სარკინიგზო და ავიაკომპანიებს, ისე თავად მგზავრებს მოუწევთ.
რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში კი, კომპანიებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ. საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, 15 ივნისს აღდგება.
კონკრეტულად რა რეგულაციებია დაწესებული სარკინიგზო და ავიაკომპანიებისთვის და გაიზრდება თუ არა მგზავრობის საფასური – დეტალები მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.