შემთხვევა ოზურგეთში

12:25, 20.03.2024

ოზურგეთიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი სოფელ გურიასთან ლიანდაგებიდან გადავიდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ადგილზე საქართველოს რკინიგზის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით, პირველადი დათვალიერების საფუძველზე დაზიანება ლიანდაგზე შეინიშნება. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი