რა შემთხვევაში დაიწყება მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნა

რა შემთხვევაში დაიწყება მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნა და რა პროცედურები იქნება გაწერილი – ამ საკითხზე სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება, შესაძლოა, მომდევნო სხდომაზე მიიღოს. ამ მიმართულებით კანონში შესატან ცვლილებაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში დღეს თითქმის ხუთი საათი მსჯელობდნენ, მათ შორის ტერმინებსა და ტექნიკურ საკითხებზე.

გადაცდომის შემთხვევაში, დისციპლინური დევნის დაწყება მოსამართლების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც უნდა გავრცელდეს – ეს წინადადება კი შეხვედრაზე სასამართლომ წარმოადგინა, თუმცა, ამ საკითხზე დღეს შეხვედრის მონაწილეებს არ უმსჯელიათ. ამ ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი უარყოფითად აფასებს.

ამ წინადადებით, თუ საბჭოს წევრთა მხრიდან ადგილი ექნება გარკვეული ვალდებულებების დარღვევას, მას შესაძლოა დისციპლინური სახდელი დაეკისროს და მათ შორის თანამდებობიდანაც გათავისუფლდეს.