იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების არჩევა

გაიმართება თუ არა კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი დაჩენილი წევრის ასარჩევად, – დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტების კონსტრუქციულობისა და ჩართულობის იმედი არ აქვთ. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან, მხარს არავის უჭერს, იმ მიზეზით, რომ ისინი იუსტიციის საბჭოში ძირეული რეფორმების განხორციელებას არ მოემსახურებიან. წინა სასესიო კვირას პარლამენტმა საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი დაამტკიცა. ახალი წევრები მაღალი კვორუმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრების ხმების დახმარებით აირჩიეს.