რა ხარვეზებია საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით - კვლევის პრეზენტაცია
რა ხარვეზებია საქართველოს კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის კუთხით – პარლამენტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას გაეროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, საქართველოში შვედეთის ელჩი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კვლევა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლო წლების მონაცემებს ეყრდნობა. დოკუმენტი მოიცავს სხვადსხვა მიმართულებას მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები და უსაფრთხოება.