რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროსადგურში დაკავებული პირების მიმართ
დღეს გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროსადგურში რამდენიმე დღის წინ დაკავებული ორი პირის მიმართ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს.
სხდომაზე დღეს იმ პარტულ-ინსპექტორებს მოუსმინეს, რომლებმაც ახალგაზრდები დააკავეს. გამოიკვლიეს მხარეთა მტკიცებულებებიც, დაიკითხა მოწმე და შეისწავლეს ვიდეოჩანაწერები.
ორ ახალგაზრდას სამართალდამცავები მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო წვრილმან ხულიგნობასა და წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.