ლევან ჯიბღაშვილის საქმე

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ბრალს აღიარებს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. სხდომაზე ჯიბღაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალში თავს სრულად დამნაშავედ ცნობს.

ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლოს დღეს ბრალდებულის პიროვნული დახასიათებები წარადგინა.

საქმის არსებითი განხილვა 17 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიებად, ათი ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.