რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას - სამუშაო შეხვედრა

რა ფუნქცია ექნება ავლაბრის რეზიდენციას. საკითხზე მომუშავე ჯგუფი პირველ შეხვედრას 19 საათზე გამართავს. მსჯელობა შენობის ადმინისტრირების საკითხს შეეხება,  ასევე დეპუტატები სასახლის პროექტის ავტორის, გიგა ბათიაშვილის წინადადებასაც განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, რეზიდენციაში, შესაძლოა, კულტურის ეროვნული ცენტრი და სამუზეუმო სივრცე განთავსდეს.

ჯგუფს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ხელმძღვანელობს. ოპოზიცია ავლაბრის სასახლეში კულტურული ცენტრის განთავსებას არ ეთანხმება. მათი განცხადებით, შენობის აღჭურვა მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ან პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისთვის არის მისაღები.