ქვეყანა ვაქცინის მოლოდინში

საქართველოში ვაქცინის შემოტანის დაგვიანება მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დეფიციტმა გამოიწვია – აცხადებს პაატა იმნაძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველო ვაქცინას ორი კომპანიისგან ელოდება. შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინა ინდოეთიდან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან და დასავლეთთან. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანამ ყველა საჭირო წინაპირობა შეასრულა, ახლა უკვე ორგანიზაციებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ ვაქცინა დროულად მოგვაწოდონ და პირობა შეასრულონ.

მოამბე