ეპიდემიური ვითარება საქართველოში

ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება – გასულ დღე-ღამეში 910 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი. მაჩვენებლები კლებულობს, თუმცა, მედიკოსები ამბობენ, რომ ეს რეალურ სურათს არ ასახავს. მოქალაქეების უმეტესობა ტესტს აღარ იკეთებს.

24 საათში ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 6 685 კვლევა ჩატარდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა მთავარი რეგულაციების დაცვა უნდა გააგრძელონ.